UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, WOW-ის ღონისძიებაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღს ვერ გავასაჯაროებ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორგანიზაციასთან, რათა მიმდინარე და მომდევნო წლისთვის კალენდარი დავგეგმოთ.
ასე რომ, ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მომდევნო მეტოქე,
“ – განაცხადა თოფურიამ.