სლოტი: "ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა"

1 week ago 5

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, "ლივერპულმა" "ჟირონა" მუჰამედ სალაჰის გოლით, ანგარიშით 0:1 დაამარცხა, რითაც მერსესაიდულმა გრანდმა 1/8 ფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

მატჩის შემდეგ, "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, თავისი გუნდის შემადგენლობიდან ალისონ ბეკერის საოცარი პერფორმანსი გამოარჩია და ბრაზილიელი მეკარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"შესაძლოა, მის თანაგუნდელებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ტრავმის შემდეგ ის ნამდვილად დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას, ამიტომაც მას დღეს საკმაოდ ბევრი სამუშაო მისცეს."

"ვფიქრობ, არავის სჭირდებოდა ამის ჩვენება, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ის საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან ეს დღეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა." განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ "ლივერპულისთვის" დღევანდელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-6 იყო. არნე სლოტის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და სატურნირო ცხრილს 18 ქულით ლიდერობს.

სრულად წაკითხვა