18
სოკოთი ინტოქსიკაციით კახეთში კაცი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა.
შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საერთაშიროსო alia.ge