სოციალურ ქსელში ჩურჩხელის მომზადების ვიდეომ ქართული და სომხური აუდიტორიის ნაწილი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირა. სომეხმა ბლოგერმა Anjela Vardi Erevan-მა ჩურჩხელის მომზადების ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა მის პოსტს ქართველების ნაწილი მწვავე კომენტარებით გამოეხმაურა.
ბლოგერი ამჟამად სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში, ტატევის მონასტერში იმყოფება. სწორედ იქ გადაღებულ ვიდეოში ის ნიგვზით ჩურჩხელის მომზადების პროცესს აჩვენებს.
ავტორი დეტალურად წერს რეცეპტზეც. მის ინგრედიენტებში შედის ნიგოზი, შაქარი, ფქვილი, ყურძნის წვენი, ვანილი, დარიჩინი, მიხაკი და ლიმონმჟავა. მომზადების აღწერაში კი აღნიშნავს, რომ ნიგოზს ძაფზე აცვამს, შემდეგ ყურძნის წვენისგან მომზადებულ სქელ მასაში ავლებს და გასაშრობად კიდებს.
სწორედ პოსტში გამოყენებულმა სახელწოდებებმა გამოიწვია ქართველი მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს, რომ "ჩურჩხელა ქართულია“ და აღნიშნავს, რომ სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ სამზარეულოებში მსგავს ტკბილეულს სხვადასხვა სახელით იცნობენ. განაგრძთ კითხვა
წყარო: palitravideo.ge
sport24