სომხები მატჩამდე მარშის მოწყობას აპირებენ - რა წერილს ავრცელებს მეტოქე

1 week ago 8

დღეს, ჩვენი დროით 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს და დაწყებული საქმის ბოლომდე დამთავრებას შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდს ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს, დღეს მეტოქე ნაკრების მხარდამჭერები თბილისში მარშის მოწყობას აპირებენ.

სომეხი გულშემატკივრების წერილში ვკითხულობთ, რომ მათი ნაკრების მხარდასაჭერი მსვლელობა 15:00 საათზე მეტროსადგურ წერეთლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, სადაც გულშემატკივრები სომხეთის დროშით და შესაბამისი საფეხბურთო ატრიბუტიკით შეიმოსება.

"უსაზღვრო რწმენა და ურყევი ერთგულება", - ეს არის სომხების მარშის დევიზი, რომლითაც ისინი დინამო არენის მიმართულებით დაიძრებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 20 მარტს ერევანში 3:0 გაიმარჯვა.

სრულად წაკითხვა