სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს მეხი დაეცა და დროებით გათიშეს ენერგოსისტემიდან

1 month ago 58
რ. მანგარასიანის ფოტო

მეხის დაცემის გამო 30 აგვისტოს სომხეთის ატომური ელექტროსადგური დროებით გათიშეს ენერგოსისტემიდან, რამაც გამოიწვია შეფერხება ქვესადგურ „შაუმიან 2-ზე“, შედეგად კი დენის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე რაიონს, მათ შორის, ერევანშიც. 

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსპიკერის, სონა არუთიუნიანის განცხადებით, ატომური ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემიდან გამორთეს სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელიც მეხის დაცემამ გამოიწვია.

„30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გამოირთო ავარიული გაჩერების რეჟიმში. ამის მიზეზი გახდა მეხის დაცემა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს“, – დაწერა არუთიუნიანმა ფეისბუქში.

მისივე თქმით, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მის გადატვირთვაზე მუშაობენ.

სრულად წაკითხვა