WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დღეს, 25 აგვისტოს დილიდან სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში ბარიერი გადალახა და პარლამენტში გავიდა. 16 ივნისს სომხეთის პროკურატურამ ცესკოს ოფიციალურად მიმართა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ნებართვის მისაღებად. მანამდე, 14 ივნისს ქოჩარიანის ოფისმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი პირადი საკითხების გამო სამდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, თუმცა რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ რობერტ და ლევონ ქოჩარიანების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს:

„გაცნობებთ, რომ სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც კორუფციული ხასიათის დანაშაულის ფაქტებს ეხება, რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საპროცესო მოქმედებები ტარდება“, – განაცხადა კომიტეტის პრესმდივანმა მარინა ოჰანჯანიანმა.

სომხური მედიის ცნობითვე, წინა დღეს, გუშინ, 24 აგვისტოს, პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, უპასუხა რა „სომხეთის“ ბლოკის დეპუტატ ლევონ ქოჩარიანის კითხვას, განაცხადა, რომ რობერტ ქოჩარიანს გაასამართლებდა.

წარუკიანის შემდეგ, სომხეთიდან გასვლის უფლება არც რობერტ ქოჩარიანს მისცეს