WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სომხეთის ეროვნულ კრებაში 29 ოქტომბერს მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური ძალის, „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ მმართველი პარტიის ფრაქციამ დახურული სხდომა მოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება პარლამენტში სიტყვიერი კამათით დაიწყო, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს გამწვავდა. ვითარება ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვაჰაგნ ალექსანიანმა, ოპოზიციონერების მიმართულებით სკამი ისროლა.

როგორც news.am წერს, დაპირისპირებისას ოპოზიციონერ დეპუტატ ანდრანიკ გევორქიანს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, რუბენ მხითარიანს კი ტანსაცმელი შემოეხა. პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც მივიდა.

გამოცემის ცნობითვე, დეპუტატების დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.