WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

სომხური მედიის შესაბამისად, ვითარება პარლამენტში ხელახლა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი პარტიის დეპუტატმა ტარონ ჩახოიანმა კათალიკოს გარეგინ II-ს მისი საერო სახელით, კტრიჩ ნერსისიანით მოიხსენია და განაცხადა, რომ „ვერავინ და ვერაფერი დაუსხლტება“, მათ შორის „მევახშეობით დაკავებული კტრიჩ ნერსისიანი“.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად მაგიდებზე დაიწყეს ხელების რტყმა, რასაც კვლავ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა სხდომაზე მეორე, დაუგეგმავი შესვენება გამოაცხადა.

დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში არსებული კრიზისის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა. მისი წევრების რაოდენობის განსაზღვრის პარლამენტის დღის წესრიგში იყო. ოპოზიციური ძალები კომისიის შექმნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

ინციდენტი სხდომათა დარბაზით არ დასრულებულა. NEWS.am-ისა და Factor-ის ინფორმაციით, შესვენების შემდეგ დეპუტატებსა და „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის დერეფანშიც გაგრძელდა. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ახალი ტალღის თავიდან აცილება შეძლეს.