სომხეთმა გაათავისუფლა რუსეთის მიერ ძებნილი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც უკრაინაში იბრძოდა

9 hours ago 2

გიორგი კინოიანის შემდეგ, სომხეთის სასამართლომ საექსტარიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, უკრაინაში ნაბრძოლი ვანო საბაშვილი.

ინფორმაციას ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი თუმასიანი, რომელიც ორივე მათგანს ეხმარებოდა.

ვანო საბაშვილი, რომელიც 2022 წლის შემდეგ გარკვეული პერიოდი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სომხეთში 9 სექტემბერს დააკავეს.

მანამდე ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

მასაც, გიორგი კინოიანის მსგავსად, რუსეთის მიერ ოკუპირებული, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა. ამის გამო გამოაცხადეს მასზე ძებნა სისტემით, რომელზე წვდომაც აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) წევრ ქვეყნებს.

9 ოქტომბერს სომხეთში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი გაათავისუფლეს.

კინოიანი 8 სექტემბერს, სომხეთში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დააკავეს.

სრულად წაკითხვა