WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

სომხეთში ხელოვნური ინტელექტის (AI) ქარხანა უკვე ოფიციალურად გაიხსნა.

2026 წლის 8 აგვისტოს სომხეთში, ქალაქ ჰრაზდანში გაიხსნა AI ინფრასტრუქტურის ცენტრი, რომელიც, დამფუძნებლების განცხადებით, დსთ-ის რეგიონში ამ ტიპის ყველაზე დიდი ობიექტია.

ამერიკული გიგანტის, NVIDIA-ს განცხადებით, აღნიშნული AI-ქარხანა კომპანია Firebird-მა ააშენა NVIDIA-ს ტექნოლოგიებისა და Dell Technologies-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

ობიექტის გახსნის ცერემონიას 8 აგვისტოს დაესწრნენ:

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი;
  • ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ჟასლან მადიევი;
  • სომხეთში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დევიდ ალენი.

Firebird-ის გეგმების მიხედვით, 2027 წლის ბოლომდე სომხეთში ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის სიმძლავრის 300 მეგავატამდე გაზრდა იგეგმება.

კომპანია Firebird-ის თანადამფუძნებლის, ალექსანდერ ესაიანის განცხადებით, Firebird-ის სამომავლო გლობალური გეგმა კი დაახლოებით 2 გიგავატი სიმძლავრის AI-ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

კომპანიის ფოკუსში სომხეთთან ერთად ყაზახეთი და სხვა განვითარებადი ბაზრებიც შედის.

  • 20226 წლის თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში 3-დღიანი ტურნე გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა;
  • ვენსმა და ფაშინიანმა ერევანში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შესახებ, რაც სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს თანამედროვე ტექნოლოგიები აშშ-სგან: საწყის ეტაპზე - აშშ-დან 5 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ექსპორტი; ხოლო შემდეგ, გრძელვადიანად - კიდევ 4 მილიარდი დოლარის კონტრაქტები - ბირთვულ საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე.
  • ამავე ვიზიტის დროს გაირკვა, რომ სომხეთმა მიიღო თანხმობა NVIDIA-ის წარმოების მძლავრი ჩიპების მორიგი პარტიის შემოტანისთვის. ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ასეთი ჩიპები არ აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას.