სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდა

1 week ago 32

აფხაზური მხარის ცნობით, 24 ივლისის ღამით აფხაზეთში ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი გათიშვა ენგურჰესზე ავარიის შედეგია.

ამავე დროს, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გათიშვის ელექტროენერგიის მიზეზებზე განცხადება არ გაკეთებულა.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურზე მდებარეობს. სადგურის ძირითადი ნაგებობა (კაშხალი და წყალსაცავი) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო მიწისქვეშა ტურბინები და ელექტროსადგურის შენობა – აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

წარმოებული ელექტროენერგია, მრავალწლიანი არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე, დაახლოებით 60%-ით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, ხოლო 40%-ით აფხაზეთს მიეწოდება.

ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობია

სრულად წაკითხვა