30 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა დაარბია და სრულად დაშალა თბილისში, რუსთაველზე გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქცია.
მომიტინგეთა მცირე ჯგუფს სპეცრაზმი დილის 06.30 საათზე გაუსწორდა – სცემეს და დააკავეს აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობა ამ დროისთავის უცნობია.
სპეცრაზმელები შეიჭრნენ რუსთაველის თეატრშიც, სადაც აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობას ჰქონდა შეფარებული თავი.
მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
- მასობრივი პროევროპული და ანტისამთავრობო დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ “ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
- 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“.
- კობახიძის ამ განცხადებას მოყვა სპონტანური აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში.
- სპეცრაზმმა 28 ნოემბერს დაარბია და დაშალა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია, 29 ნოემბრის გამთენიისას კი რუსთაველის გამზირზე დარჩენილ მომიტინგეთა მცირე რაოდენობას სასტიკად გაუსწორდა.
- ამის მიუხედავად 29 ნოემბერს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, ისევე როგორც სხვა ქალაქებში.
- სპეცრაზზმა იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და მოქალაქეზე.