სრული დეზინფორმაციაა, თითქოს “დოი” (დავით დოიაშვილი) გაიქცა ჩინეთში – გოგა გველესიანი

1 day ago 5

წაკითხვა: 4

მსახიობი გოგა გველესიანი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დავით დოიაშვილი სამუშაოდ ჩინეთში წავიდა.

ცნობისათვის, უცხოეთში სპექტაკლის დადგმა 1 წლით ადრე იგეგმება რის შემდეგაც ფორმდება ხელშეკრულება, სადაც სპექტაკლის გამოშვების თვე და რიცხვიც მითითებულია.

 ინფორმაცია, თითქოს “დოი” (დავით დოიაშვილი) გაიქცა ჩინეთში, სრული დეზინფორმაციაა.

1 წლის წინ ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი,  დგამს” ალუბლის ბაღს”, ახლა წავიდა ქასთინგზე 7 დღით და ჩამოდის 8 მაისს. 

აგრეთვე, ახალი სეზონიდან, სპექტაკლების დასადგმელად უკვე მიპატიჟებულია უნგრეთში, იტალიასა და ინგლისში.

არსად გაქცეულა და არსად წავიდა საცხოვრებლად. აქამდეც ასე იწვევდნენ, მიდიოდა, დგამდა და ბრუნდებოდა, ისევე, როგორც რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ავთო ვარსიმაშვილი… ასე რომ დაოკდით”– წერს გოგა გველესიანი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა