სს “თელასი”: 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის გლდანის რაიონის კონკრეტულ უბნებში

2 weeks ago 10

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“,I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების (ნაწილობრივ), კერესელიძის, ვეკუას, შულენბურგის, მწვანე, კეცხოველის, ნანეიშვილის და წყაროთუბნის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა