WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ავთანდილ იოსელიანის, ქურდიანის, რკინიგზის, ხუდადოვის, ლალიონის, თოფურიძე ვალენტინის, მახალდიანის, არჩილ და გია ქურდიანების, ზაქარაიას, ხიმშიაშვილის, მანჯგალაძის და ზაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.