ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
5 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), სართანიას, ქართველიშვილის, ნიკო მარის, წიკლაურის, ვასილ თამარაშვილის, ხევსურეთის, ჩაქვის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, მახინჯაურის, გიორგი სააკაძის, ჯანელიძის, კამალოვის, ლიკანის, ლევან ქართლელიშვილის, გომბორის, საჭილაოს, მუშკორის, ეროსი მანჯგალაძის, ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკ პირველის, სვანეთის, ვახტანგ მახალდიანის, იოსელიანის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.