სს “თელასი”: 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

2 weeks ago 14

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ლაგურაშვილის, ღვალაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ფერიცვალების, მაჭარის, იალბუზის, ლეხ კაჩინსკის, 300 არაგველების, არბოშიკის, შავსოფლის, ბოჭორმის, ბოდბის, ზახაროვის, დოლაბაურის, ჯორჯაძის, იორის, გუთნის, რუისის, ჯორბენიძის, ჩეხოვის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ლუსინიანის, ლეილა აბაშიძის, წერნაკის, ფორაქიშვილის, პატარძეულის, კაჭარავას, ჭრელაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის, ისნის, დემეტრე მეგრელის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ლობჟანიძის და ფერიცვალების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა