სს “თელასი”: 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

2 weeks ago 8

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, დავითიანის და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, ხოშარაულის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძნის, შატაიძის, ჩხეიძის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, გორგასლის (ნაწილობრივ), კრწანისის, გრიშაშვილის და ოფრეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა