სტამბოლში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა! – უახლესი ინფორმაცია

6 hours ago 2

სტამბოლის დროით 17:52 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

კანდილის მიწისძვრის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სილივრის სანაპიროსთან 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

შეგახსენებთ, გუშინ ადგილობრივი დროით 12:49 საათზე სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 13 წამს გაგრძელდა და პანიკა გამოიწვია. მიწისძვრის შემდეგ 266 ბიძგები დაფიქსირდა. ცნობილი გახდა, რომ ბიძგები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. პანიკის გამო სიმაღლეებიდან გადმოხტომის მცდელობისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სრულად წაკითხვა