მათი ცნობით, თავდასხმა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ (RSF) განახორციელეს. ინტენსიური თავდასხმის ქვეშ მოექცა ახლომდებარე ქალაქი ელ-ფაშერიც. ეს ქალაქი არმიისა და მისი მოკავშირეების ბოლო მნიშვნელოვანი დასაყრდენია, რომლებიც ორი წელია ებრძვიან RSF-ს.
ამ კონფლიქტმა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. გაერო აცხადებს, რომ ალყაში მოქცეული ელ-ფაშერის მოსახლეობას შიმშილობა ემუქრება.
სუდანის მედიის ცნობით, დევნილთა ბანაკი ელ-ფაშერისთვის ბრძოლისას ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოექცა. თუმცა ადგილზე მომუშავე აქტივისტების ცნობით აბუ შუკის ბანაკში, სადაც სულ მცირე 200 000 ადამიანი ცხოვრობს, ზოგიერთი საკუთარ სახლებში დახვრიტეს, ზოგი კი საჯაროდ მოკლეს.
აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებსა და ვიდეოებს აანალიზებს, განაცხადა, რომ მან ბანაკის ჩრდილო-დასავლეთ უბნებში 40 მსუბუქი ავტომობილისგან შემდგარი დიდი ჯგუფი აღმოაჩინა, რაც, როგორც ჩანს, ადასტურებს ინფორმაციას, რომ თავდასხმა ჩრდილოეთიდან განხორციელდა.