საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების და რეალ მადრიდის შემტევმა კილიან მბაპემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ის პერიოდი გაიხსენა, როცა პსჟ-ში ლიონელ მესისთან ერთად თამაშობდა.
"მესი ყველაფერს კარგად აკეთებს და ასეთი ადამიანისგან ყველაფრის სწავლა შეგიძლია. მასთან მივდიოდი და სხვადასხვა რამეებზე ვეკითხებოდი თუ როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს", - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 შეხვედრაში თავის გამოჩენა 11 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.
- ფეხბურთი / საფრანგეთი / პსჟ / ესპანეთი / რეალი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.