“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

1 day ago 9

დიდი შანსია “არა არაბობის “უკან “დიდი რუსობის “პროექტი იდგეს.

მოძრაობებს, რომელსაც საპატრიარქოს წიაღში ვხედავ, განვითარების თავის ლოგიკა ექნება. რუსებმა ყველაზე კარგად იციან სად არის “ივანიშვილის სული”. სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა.

ვინ იქნება ის მზეჭაბუკი, რომელიც ცხრა მთას და ზღვას გადაივლის, იპოვის ხის ფუღუროში ბუდეს, ბუდეში ჩიტს, ჩიტში კვერცხს და კვერცხში “სულს”. აი, ახალ დროების “პატარა კახი” არ შეგვრჩეს ხელში, ე მანდ!

ისე, პროტესტში მყოფი საზოგადოება რუსთაველის გამზირის და მომავალი დროებითი მთავრობის მიღმა კიდევ თუ რაღაცეების დანახვას შეძლებთ, არ იქნება ურიგო, თორემ მე არაფერს ვიტყვი მეტს, ეს თუ უშველის საქმეს“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში და იქვე კომენტარებში ახდენს ერთგვარ მინიშნებად დაკონკრეტებას:

აქ ისეთი პროცესების კონტურები იკვეთება, ჩვენ საერთო “აუთში” შეიძლება დავრჩეთ ჩვენი პროტესტიანა. ამას რომ ვერ გრძნობენ” დიდი” პოლიტიკოსები” ეს მაკვირვებს დიდად არა, ცოტა😊“, – აცხადებს ლელა ჯეჯელავა.

სრულად წაკითხვა