რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.
უწყების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მართული ავიაბომბი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ჩამოადგეს.
მათივე ცნობით, დაზიანებული ბინებიდან მაშველებმა ხუთი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობდნენ ფსიქოლოგები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·