სუპ-ხარჩოს რეცეპტი მაკა ჯღარკავასგან

1 week ago 9

სუპ-ხარჩოს რეცეპტი მაკა ჯღარკავასგანმაკა ჯღარკავა ჯგუფ „საამო გემოებში“ სუპ-ხარჩოს რეცეპტს აქვეყნებს, რომელსაც „სარკენიუსის“ მკითხველებსაც ვუზიარებთ:

ინგრედიენტები:

1,5 კგ საქონლის ხორცი, ნიახურის 2 ღერი, ოხრახუშის ღეროები, ერთი ცალი  ხახვი, დაფნის ერთი ფოთოლი, ერთი თავი ხახვი, 1 ჩაის კოვზი აჯიკა, 1 ჩ/კ ტომატის პასტა, 1ჩ/კ ქონდარი, 1ს/კ ხმელი ქინძი, 1ჩ/კ ზაფრანა, 1ს/კ უცხო სუნელი

ცხარე წიწაკა გემოვნებით, 100 გრ ბრინჯი, 5 კბილი ნიორი, ოხრახუში ნედლი, ქინძი ნედლი

მომზადება:

ხორცი დავჭრათ, გავრეცხოთ. დავასხათ ცივი წყალი. წამოვადუღოთ. პირველი წყალი ქაფით არის გაჟღენთილი. მოვქაფოთ და გამოვცვალოთ პირველი წყალი.

ამის შემდეგ ხორცს დაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ ოხრახუშის ღეროები, ხახვი და დაფნის ფოთოლი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ საათნახევარი-ორი საათი, ბულიონიდან ამოიღეთ ნიახურის ღეროები, ხახვი და დაფნა.

ხახვი წვრილად დაჭერით, შეწვით მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ აჯიკა, სანელებლები, ჩაშუშეთ კარგად. ამ მასაში ჩაყარეთ ხორცი, დაასხით ბულიონი, მოაყარეთ ბრინჯი, მარილი, პილპილი, დაამატეთ ყველა სანელებელი გემოვნებით. მოხარშეთ, სანამ ბრინჯი მზად არ იქნება. ბოლოს დაამატებთ ქინძს, ოხრახუშს და წვრილად დაჭრილ ნიორს. ზოგი ტყემალსაც უმატებს, საწებელს და პომიდორს, მე – არა“.

სრულად წაკითხვა