სუროგაციის საქმეზე „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

1 hour ago 3

საქართველოში სუროგატი დედებისა და ბილიოგიური მშობლების თანხების მითვისების საქმზე კომპანია „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურის პრესსამსახურმა.

„ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 007 ლარზე მეტი თანხა“, - წერია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ორი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, თანადამფუძნებელ რუსლან ტიმოშენკო​ს კი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება).

საქართველოში დასაქმებულ უცხოელ სუროგატ დედებსა და კომპანია Kinderly-ს სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე, რადიო თავისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში წერდა.

სრულად წაკითხვა