სურსათის ეროვნული სააგენტო “ბაკურიანი ციდას“ წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ავრცელებს

3 hours ago 2

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად “ბა­კუ­რი­ა­ნი ცი­დას“ წყლის ნი­მუ­შებ­ში დარ­ღვე­ვა არ გა­მოვ­ლინ­და. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­და შემ­დეგ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე: ფე­რი­ა­ნო­ბა, სუნი, გემო, სიმღვრი­ვე, PH (წყალ­ბა­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი), სი­ხის­ტე, ქლო­რი­დე­ბი, სა­ერ­თო მი­ნე­რა­ლი­ზა­ცია, ტყვია, კად­მი­უ­მი, რკი­ნა, სპი­ლენ­ძი, თუ­თია, პერ­მან­გა­ნა­ტუ­ლი ჟან­გვა­დო­ბა.

“სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა, ბავ­შვის წყლით- “ბა­კუ­რი­ა­ნი ციდა“ სა­ვა­რა­უ­დო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 თე­ბერ­ვალს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი პარ­ტი­ი­დან აიღო წყლის სინ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც აკ­რე­დი­ტე­ბულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­და შემ­დეგ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე: ფე­რი­ა­ნო­ბა, სუნი, გემო, სიმღვრი­ვე,PH (წყალ­ბა­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი), სი­ხის­ტე, ქლო­რი­დე­ბი, სა­ერ­თო მი­ნე­რა­ლი­ზა­ცია, ტყვია, კად­მი­უ­მი, რკი­ნა, სპი­ლენ­ძი, თუ­თია, პერ­მან­გა­ნა­ტუ­ლი ჟან­გვა­დო­ბა. კვლე­ვის შე­დე­გად, შე­უ­სა­ბა­მო­ბა არ­ცერთ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში აღი­ნიშ­ნა“,.- აღ­ნიშ­ნუ­ლია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ “ბა­კუ­რი­ა­ნი ცი­დას“ ბოთ­ლი­დან და­ლე­უ­ლი სი­თხის გამო, მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­და. ფაქ­ტი კომ­პა­ნია “IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლომ“ უარ­ყო. კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, შე­მოწ­მდა ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პარ­ტი­ის ნი­მუ­ში და აღ­ნიშ­ნულ ნი­მუ­შებ­ში დარ­ღვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

სრულად წაკითხვა