წაკითხვა: 2
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საბავშვო წყალ “ციდა”-ს შემოწმების შედეგად, დარღვევები ან შეუსაბამობა არ აღმოჩენილა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტირებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში არ აღინიშნა.– ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბავშვო წყალ ციდას დალევის შედეგად 4 წლის ბავშვი მოიწამლა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს