ჯაშუშობის საქმე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს.
ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმე სავარაუდოდ ეხება ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც სუს-მა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრესმდივანის და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი უძილაურის წინააღმდეგ საქმეში ჩადო.
ფარულ ვიდეოს ადევს საუბრის ტიტრიც და ბოლოს ასახულია თანხის გადაცემის და მიღების ხელმოწერით დადასტურების ფაქტიც.
– შენ შეამოწმე მესიჯი, რომელიც გამოგიგზავნე?
– რომელი?
– არა, ბოლო მესიჯი ვერ გავხსენი.
– პირველ რიგში შენ უნდა წაიკითხო მე რაც მოგწერე, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია.
– როცა მე შენ გიგზავნი რაღაცას, მე გამოვიყენებ ფაილს პაროლით… ამას და ამას
ეს ხომ?
– და როცა შენ გინდა მე მომწერო, იმის მაგივრად, რომ ვორდის დოკუმენტს დაადო პარილი, იმის გამო, რომ ჩვენ არ გვავქვს ერთნაირი ვერსია, პაროლს ადებ არქივს და გამომიგზავნი. ამის შემდეგ შენ წაშლი…..
ჩანაწერის გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ შეუძლია სუს-ს სთხოვოს და უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი (სავარაუდოდ გიორგი უძილაური) დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს შესაბამისს უწყისს ხელს.
სუს-ის პირველ ბრიფინგზე, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა, იყო პირველი მინიშნება. იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი დააკავა. როგორც მივხვდით, ეს მინიშნება სწორად ვერ გაიგეს. ამის შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და ორი პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ძალიან საინტერესო ადამიანი – ამ სამუშაოს წარმოების მიმართულებით საინტერესოობაზე ვსაუბრობ. შემდეგ იყო ევროპის – ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტ არაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით – ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი.
დღენახევარია ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ამ საკითხშიც კი ეჭვის შეტანას ცდილობენ. რაკი საკითხი ასე დააყენეს, შემიძლია უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს ვთხოვო, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს ხელს შესაბამისს უწყისს ხელს.
ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია რეალიზებაში მოვიტანოთ – შესაბამისი მინიშნებები სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებით გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. მაგრამ ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას. ჩვენ რასაც სხვაგან არ ვკადრულობთ, ნურც ჩვენთან იკადრებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·