საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა. წყარო: სუსისაქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ხაშურში „საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით“ გარდაცვლილი იპოვეს.
„მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა პროკურატურამ 23 მაისს დაღუპულის იდენტიფიცირების გარეშე.
თავის მხრივ, სუს-მა „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა ანტიკორუფციული სააგენტოს „გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის“ გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
This post is also available in:
Read Next
22/05/2026 - 16:25
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე უწყების უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
22/05/2026 - 12:15
პროკურატურა აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შეიჭრა, „რელიგიური შეუწყნარებლობის“ მოტივით მოქმედებდა
19/05/2026 - 15:50
სუს-მა პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
18/05/2026 - 17:03
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
15/05/2026 - 13:45
ერგნეთში IPRM-ის 132-ე შეხვედრა გაიმართა
05/05/2026 - 17:03

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·