WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელია.

პირველ მოადგილეობამდე ბახუაშვილი სუს-ის უფროსის რიგითი მოადგილის პოსტს იკავებდა. კიდევ უფრო ადრე კი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც იყო, თუმცა ამ პოსტზე სრული ერთი თვეც არ გაუტარებია.

სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

სუს-ის ახალი უფროსის თამაზ ბორაშვილს, კიდევ ერთი მოადგილე მარიამ ტაბატაძე იქნება, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა.

ბახუაშვილის, ტაბატაძის დანიშვნისა და ლაშა მაღრაძის გადანიშვნის შესახებ პრემიერმინისტრის ბრძანებები 16 სექტემბრით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.