საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
გელაძემ, - რომელიც ყოფილი ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძის მეგობარია, - 14 სექტემბერს განაცხადა:
„პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“.
გელაძე ამ განცხადებაში არ აზუსტებს, სად აგრძელებს საქმიანობას.
მის განცხადებას სუსის პრესცენტრი ავრცელებს.
„მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის“, - წერს იგი.
- ორიოდე დღით ადრე, 12 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა.
- ოპოზიციაში ცვლილებებს სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებდნენ.
ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები