ლაშა მაღრაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური.
მაღრაძემ კარიერა 2002 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობით დაიწყო, წინა ხელისუფლების დროს გახდა ის სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა:
- 2004-2005 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთ დახმარების სამმართველოს უფროსი;
- 2005 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი;
- 2006-2007 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პენიტენციური სისტემის რეფორმის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი;
- 2007-2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;
- 2008-2010 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;
- 2010-2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი;
- 2013-2018 - სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი;
- 2019-2020 - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი;
- 2022-2025 - შპს „სამართლის ინოვაციური სკოლის“ დამფუძნებელი/მმართველ პარტნიორი;
- 2024-2025წწ. სს „ჯინო ჰოლდინგი“ პრეზიდენტის თანაშემწე;
- 2025 წლის თებერვლიდან - აპრილამდე სპორტის მინისტრის მოადგილე;
- 2025 წლის აპრილიდან ოქტომბერამდე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
- 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე - სუსის უფროსის პირველი მოადგილე.
მისი იუსტიციის სამინისტროში გადასვლა დროში დაემთხვა სუსის ახალი უფროსად თამაზ ბორაშვილის დამტკიცებას. ბორაშვილი მანამდე უფროსის მოადგილე იყო.
ლაშა მაღრაძე უწყებაში მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის დროს მივიდა. მდინარაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა - ამის მიუხედავად, მაღრაძე თანამდებობას ინარჩუნებდა გელა გელაძის უფროსობის დროსაც.
radiotavisupleba ახალი ამბები