სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა, ორი სქრინია თქვენიო – მაია დარსმელიძე

4 hours ago 2

მუსიკოსი მაია დარსმელიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნინო ჯღარკავამ ფეისბუქზე დაწერილი პოსტების გამო უჩივლა.

მუსიკოსის თქმით, მას სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების მონიტორინგის სამმართველო დაუკავშირდა და სასამართლო ჩაუნიშნეს.

„ვაშაააა, ლენტი გავჭერი. სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა. ჯღარკმა მიჩივლя და ორი სქრინია თქვენიო, 10 ივლისს რამეს ხომ არ გეგმავთ? 14:00 საქალაქო სასამართლოს 41 დარბაზი“, – წერს მაია დარსმელიძე.

თავად ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ მას მაია დარსმელიძის წინააღმდეგ საჩივარი ოფიცუალურად არ დაუწერია.

„ახალ სამმართველოს დაუწყია მუშაობა და ქალბატონი დარსმელიძე დაუბარებიათ სასამართლოში,მე ოფიციალურად არ მივსულვარ და არ დამიწერია საჩივარი, აქვე [FB] მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინიტრო და რეაგირებაც დროულად მომხდარა“, – წერს ნინო ჯღარკავა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით შექმნილმა სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების მონიტორინგის სამმართველომ ფუნქციონირება პირველი ივნისიდან დაიწყო.

სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

სრულად წაკითხვა