"სწორედ ამიტომ დავთანხმდი ვიელეს წინადადებას" - გიორგი ტაბატაძე

2 days ago 4

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ტაბატაძე იბერიიდან დანიურ ვიელეში გადავიდა, რაზეც მან მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ძალიან მიხარია, რომ „ვეილეში“ გადმოვედი, რომელსაც კარგი მენეჯმენტი და პროფესიონალიზმი გამოარჩევს. ეს კლუბი საკუთარ ფეხბურთელებზე ზრუნავს. დანიის ლიგიდან მოთამაშეები კარგ ევროპულ კლუბებში გადადიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყანაში მოთამაშეები ვითარდებიან და აქ ფეხბურთს მაღალ დონეზე თამაშობენ. აქამდე აქ რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი უკვე თამაშობდა, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან მახსოვს. ამიტომაც „ვეილეს“ შეთავაზებით სწრაფად დავინტერესდი და დავთანხმდი.

მე გუნდური მოთამაშე ვარ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთში, „მალმეს“ წინააღმდეგ ვითამაშე და ვიგრძენი ასეთი დონის შეხვედრის ატმოსფერო, სკანდინავიური სტილი. მოუთმენლად ველი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

- განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

სრულად წაკითხვა