წაკითხვა: 36
ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას და იმ ადამიანების პროტესტს, ვინც “ქართულ ოცნებას” მისი თანაგუნდელების დაპატიმრების გამო აკრიტიკებს.
“კეზერაშვილი, კოდუები და ადეიშვილები და უგულავები გაუშვით და ღარიბაშვილი ციხეში გამოკეტეთ? ყოჩაღ თქვენ!” – ბევრგან წავიკითხე ასეთი შეფასება… ანუ, სააკაშვილის მთელი კორუმპირებული ელიტა თავისუფლებაზე უნდა იყოს და ციხე იმ კაცმა და იმ გუნდმა უნდა ხეხოს 10 წელი, ვინც 2012-ში იბრძოდა? ეს არის კობახიძე-მდინარაძის სამართალი?- მესმის ეს პათოსი და ეს რაღაცნაირი გულდაწყვეტაც… მაგრამ, აქვე, მოდით, ამ კითხვასაც გავცეთ პასუხი – აი, ეგ კეზერაშვილ-უგულავები როცა ციხიდან გამოვიდნენ, როცა არ აგეს პასუხი ისე,
როგორც ეკუთვნოდათ, როცა მოხდა კოაბიტაციის ყველაზე მაღალი ტალღა, ვინ იყო მაშინ მთავრობაში და ვის ხელში იყო ძირითადი ძალაუფლება?
ვინ “გაუშვა” სააკაშვილის ელიტარული ჯალათები და კორუფციონერები? სწორედ ღარიბაშვილ-ლილუაშვილის გუნდმა ხომ არა? სწორედ ისინი ხომ არ აფინანსებდნენ ნოდარიკოებს და
კიდევ სხვა “კო”-ებს ელიკო სილაძის ჩათვლით?
ვინ დაიკიდა ფეხებზე თავის დროზე “2012-იანელები”, ვინ გაგვწია გვერდზე და ვინ გააჯეჯილა, თუნდაც ჩვენს სფეროში “ალისტრახოები”? ვის დროს მოკალათდნენ გამგეობებში
ნაცები? ასე რომ, რაღაცეები, რაც შეიძლება, ერთი შეხედვით, არასწორად და “უსამართლოდ” მოგვეჩვენოთ, იქნებ ყველაზე სამართლიანიც აღმოჩნდეს…
P.S. – ციხისთცის მაგრად მენანება… და ზოგადად, იმედგაცრუება ცუდია”- წერს ბაკურ სვანიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები