საბა სხვიტარძის საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პოლიციელ ქმართან და ქმრის მეგობარ სამართალდამცველებთან ერთად მივიდა. გამომძიებელი ქალი, რომელსაც სხვიტარძე წამების თანამონაწილედ ასახელებს, პოლიციის კორდონით შენობაში შეაცილეს, შემდეგ კ სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.
ედიშერაშვილის ის გამომძებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს.
პროცესზე მისულმა ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციელი მირიან ქავთარაძე.
საქმის გამომძიებელმა სასამართლო ცოტა ხნის წინ უამრავი პოლიციელის თანხლებით დატოვა. ის სხვიტარიძის ახლობლებმა “მონას” ძახილით გააცილეს.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.