„სარკე“
20 წლის ტასო ფრანჩუკი ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. ჯერ კიდევ პატარა გოგო ფერად, მაგრამ მგრძნობიარე და მტკივნეულ სამყაროს ხატავდა. დღეს კი მისი ნამუშევრები სულ სხვანაირია _ უფრო ნათელი, მსუბუქი და ბევრი მნახველიც ჰყავს.
ტასო ქართული კინოსა და თეატრის ძველი თაობის ვარსკვლავის, ირაკლი უჩანეიშვილის, შვილთაშვილია. ეუბნებიან, რომ დიდ ბაბუას ბევრი რამით ჰგავს და ხატვის ნიჭიც მისგან ერგო. ტასომ თავის ოჯახსა და შემოქმედებაზე „სარკეს“ უამბო:
_ ბაბუასავით მხიარული და თავისუფალი ვარ. ბებიაჩემი აღნიშნავს, რომ დიდ ბაბუას ნიჭიერებით ვგავარ. როგორც ირაკლის გამოსდიოდა ყველაფერი ხელიდან, ისე გამომდის მეც. ირაკლის არაჩვეულებრივად შეეძლო ცეკვა, სიმღერა. მეც ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა… ჩემი დიდი ბებიისგანაც, ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლისგან, გამომყვა ერთი თვისება _ რამდენიმე უცხო ენა ვიცი…
ყველას აინტერესებდა, რატომ ხატავდა პატარა გოგონა ასეთ უცნაურ და უარყოფით ნამუშევრებს. პირველად ჩემს მშობლებსაც შეეშინდათ. შემდგომში, როცა ადამიანებმა ჩემზე მეტი გაიგეს და ჩემი იდეები შეიცნეს, ყველა დადებითად აღიქვამს… ჩემი შეყვარებული ყველაფერში მხარში მიდგას და ყველაფერში მიწყობს ხელს. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ბედნიერებაში. შემცვალა უკეთესობისკენ.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·