„ტელეკომპანია იმედი არის ამ ქვეყანაში მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელიც მუდმივად ტყუილებს აშუქებს. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი“, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის მთავარი, მათ ენაზე უნდა ვთქვა, გამპრავებელი ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“.
ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა თავპირს ალეწავენ ახალგაზრდებს, როცა 19-20 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს აპრავებს შემდეგ ტელეკომპანია იმედი.
თუ მსახიობებს იჭერენ, ექიმებს იჭერენ, თუ გცემენ, თავის ქალას აგხდიან, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ მოგიყვებათ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია იმედმა უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს