ტერენს კროუფორდის ტრიუმფის შემდეგ ნეიტ დიაზი რინგზე ახალ გამოწვევას ეძებს

6 hours ago 1

ლას ვეგასში გამართული წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ბოქსის შოუ ტერენს კროუფორდის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა კანელო ალვარესი დაამარცხა და მსაჯთა გადაწყვეტილებით კარიერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამარჯვება მოიპოვა.

კროუფორდის ტრიუმფს სპორტულ სამყაროში მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, UFC-ის ვეტერანმა, ნეიტ დიაზმა სოციალურ ქსელ X-ზე მოკლედ, თუმცა დამაინტრიგებლად დაწერა:

"კროუფორდი შემდეგია.“

დიაზი არაერთხელ გამოჩენილა კრივის სამყაროში და MMA-ს გარდა საკუთარი შესაძლებლობები რინგზეც გამოსცადა. მისი განცხადება ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ამან მაინც დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან დიაზის „სასურველი სამიზნე“ ახლა სუპერ საშუალო წონის ჩემპიონი გახდა.

ჯერჯერობით ტერენს კროუფორდს პასუხი არ გაუცია, თუმცა ნეიტის სიტყვებმა სპორტული მედიის ყურადღება უკვე მიიპყრო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამ დაპირისპირების რეალიზაციის სირთულისა, ფინანსური ინტერესები და გლობალური ინტერესის მაღალი დონე შესაძლოა ასეთ "ფანტასტიკურ“ ბრძოლას შანსს აძლევდეს.

თუ ეს იდეა ოდესმე რეალობად იქცევა, კროუფორდისა და დიაზის დაპირისპირება არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ფინანსურ სენსაციადაც იქცევა.

სრულად წაკითხვა