უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს მიაწოდონ უკრაინას შორი მოქმედების იარაღი, რათა “ტერორს სამართლიანად ვუპასუხოთ”. მან ისაუბრა ლვოვზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე, გარდა ამისა, ოთხშაბათს ღამით რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი როგზე, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

ზელენსკის მიმართვალში ლვოვთან დაკავშირებით საუბარია 5 დარუპულზე, მაგრამ ეს ციფრი გაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაშავებულია 35.

“ყველა ჩვენი პარტნიორი მსოფლიოში, რომელიც ეხმარება უკრაინას საჰაერო თავდაცვაში, არის სიცოცხლის ნამდვილი დამცველი. და ყველა, ვინც არწმუნებს პარტნიორებს, რომ უკრაინას მეტი დიაპაზონი მისცენ, რათა ტერორზე სამართლიანი რეაგირება მოახდინოს, მუშაობს უკრაინის ქალაქებზე ზუსტად ასეთი რუსული ტერორისტული თავდასხმების აღკვეთაზე. ტერორი უნდა შეწყდეს”, – თქვა ზელენსკიმ.