ტესტი: ზღვის ტალღებზე

1 month ago 32

შეიძლება ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ აღვიქვამთ ოკეანეს, როგორც სიცოცხლის წყაროს,
შეიძლება იმით, რომ ეს მიზიდულობა თავიდანვე იყო ჩანერგილი ჩვენი ტვინის მყარ
დისკში, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ზღვას აქვს განსაკუთრებული ძალაუფლება ჩვენზე.

მარილიანი ჰაერის გამამხნევებელი სურნელი, ტალღების წვრილი შხეფები… ზღვა იძლევა
ტონუსს და ამავე დროს გამშვიდებს.

ქვიშიან სანაპიროზე სეირნობისას ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ყოველდღიური რეალობიდან
იმაზე უფრო შორსაც კი ვიდრე წარმოგვიდგენია. შეიძლება სწორედ ამიტომ არის ზღვა ასეთი ახლობელი შეყვარებულთა გულებისათვის. მას, შეიძლება სულ ცოტა ხნით, მაგრამ
მაინც გადაჰყავს წყვილები სრულიად განსხვავებულ სამყაროში.

1.თქვენ სეირნობთ ზღვის სანაპიროზე და უცებ ამჩნევთ ნაპირზე გამორიყულ სერფინგის
დაფას.

აღწერეთ როგორ გამოიყურება და რა შთაბეჭდილებას ახდენს ის თქვენზე.

2.თქვენ ჯდებით დაფაზე და მიცურავთ ნაპირიდან შორს, თან ცდილობთ „ამხედრდეთ“
მასზე.

როგორია ამინდია დღეს? არის თუ არა ის ხელსაყრელი სერფინგისთვის?

3.თქვენ შეძელით დაფაზე ფეხებით დადგომა და ახლა ნეტარებთ ტალღებზე „ფრენისგან.“
მოულოდნელად კარგავთ წონასწორობას და თავით ეცემით პირდაპირ ზღვაში.

რა აზრები, გრძნობები და შინაგანი ემოციები გეუფლებათ იმ დროს, როცა ცდილობთ ამოყვინთოთ წყლის ზედპირზე?

4.როგორც იქნა თქვენ ამოყვინთეთ წყლიდან სრულიად საღ–სალამათმა და როცა ნაპირისკენ
გაიხედეთ, შეამჩნიეთ, რომ იქ თქვენი ერთი ადამიანი დგას და თვალყურს გადევნებთ.

ვინ არის ეს ადამიანი?

გასაღები ტესტისთვის „ზღვის ტალღებზე“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

უმრავლესობა ჩვენთაგანი ინტუიტიურად გრძნობს ფსიქოლოგიურ ასოციაციებს ზღვასა და
სექსს შორის. თქვენი წარმოსახვის მიერ ზღვის ტალღებზე გადატანილი თავგადასავალი
მიუთითებს იმაზე, თუ რას ელოდებით და რისკენ მიილტვით სექსუალური
ურთიერთობების სფეროში.

1.მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, თითქმის ყველა კულტურულ ტრადიციაში ზღვა გამოხატავს მდედრობითი სქესის არსს. ამ მიდგომის გათვალისწინებით სერფინგის
დაფა წარმოადგენს საკმაოდ გამომსახველობით მაგალითს იმისა, რასაც ზიგმუნდ ფროიდი
უწოდებდა „ფალოსისებურ სიმბოლოს.“

ქალებისთვის: თქვენს მიერ შემოთავაზებულ დაფის აღწერილობაში აირეკლება თქვენებური
წარმოდგენები კაცობრიობის ძლიერი ნახევრის სექსუალურ მახასიათებლებზე.

მამაკაცებისათვის: თქვენი აღწერილობა მიუთითებს საკუთარი სექსუალური
შესაძლებლობების თქვენებურ აღქმაზე.

„არაფერი განსაკუთრებული, დაფა დაფაა, ისინი ხომ ყველა ერთმანეთს ჰგავს“ – თქვენ ან
ძალიან ცოტა დაფა გაქვთ ნანახი ან პირიქით –ძალიან ბევრი 🙂

„ეს დაფა კი არა ნამდვილი მონსტრია!. აი ამ სიგრძე! ცენტრში კაშკაშა წითელი ზოლი გასდევს და ბრწყინავს და ელვარებს მზის შუქზე.“ – გმადლობთ გულახდილობითვის. ჩვენ
გავიგეთ იმაზე უფრო მეტიც კი, ვიდრე საჭირო იყო.

„ეს ძველი, გაცვეთილი დაფა, რომელიც უკვე არაფრად არ ვარგა“ – ნუ ჩქარობთ დასკვნების
გამოტანას. ცოტაოდენი ცვილით გაპრიალება და ძველი დაფა აელვარდება, როგორც ახალი…

2.თქვენს მიერ აღწერილი ამინდი –
ეს არის ის იმედი და მოლოდინი, რომელსაც თქვენ ამყარებთ სექსზე.

„წყალი თბილია და მიმზიდველი… ტალღები რბილად ელამუნებიან ნაპირებს…“ – ასეთი
სიტყვები ვისაც გინდა იმას განაწყობს რომანტიკულად.

„წყალი ცოტა არ იყოს ცივია, ტალღები კი საერთოდ არ არის.“ – არ ინერვიულოთ, სხვა
დროს სცადეთ, უფრო ხელსაყრელი ამინდიც დადგება და თქვენ დაამტკიცებთ თუ რა
მაგარი სერფინგისტი ხართ. ახლა შეგიძლიათ უბრალოდ გაწვეთ დაფაზე და მასთან
ჩახუტებულმა რბილად იტივტივოთ წყლის ზედაპირზე.

„ზღვა აზვირთებულია, გიგანტური ტალღები საშინელი ხმაურით ეხლებიან ნაპირებს! ეს ცუნამია! აბა, გამაგრდი პატარავ!!!“ – ეეე, მეგობარო, დაამუხრუჭე! და ცოტა ფრთხილად მოსახვევებში!

3.ტალღებში თავით ჩაშვება
არის მეტაფორა, რომელიც აღწერს სექსუალური სიამოვნების პიკს. აზრები და გრძნობები, რომლებიც გეუფლებათ იმ დროს, როცა ცდილობთ ზედაპირზე ამოყვინთვას, შეეფერება იმ შეგრძნებებს, რომლებსაც თქვენ განიცდით ექსტაზის დროს.

„ჯანდაბა, თითქმის გამომივიდა. მე ისე ახლოს ვიყავი წარმატებასთან!“ – ეტყობა თქვენ ამ
მანევრისგან რაღაც უფრო მეტს ელოდით…

„მიშველეეეთ! ვიხრჩობი! სუნთქვა არ შემიძლია!“ – იმედი გვაქვს თქვენს გვერდით არის
ადამიანი, ვისაც შეუძლია ხელოვნური სუნთქვის ჩატარება 🙂

„ვაუ, რა მაგარია! ჯობია სანამ ტალღა გაივლის არც ამოვყვინთო და აქ ვიცურაო…“ – მთლად
ასეც ნუ მოეშვებით. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ამოყვინთვა ჰაერის მარაგის შესავსებად.

4.იმ ადამიანის მიმართ, ვინც გაკვირდებოდათ ნაპირიდან, თქვენ გაგაჩნიათ აქტიური სექსუალური ინტერესი. ასეთი ინტერესი არ გულისხმობს მაინცდამაინც სექსუალურ ლტოლვას. შეიძლება თქვენ უბრალოდ გაინტერესებთ, თუ როგორ იქცევა ეს ადამიანი ყველაზე ინტიმურ სიტუაციებში…

ვინ არის ეს ადამიანი – თქვენი ახლანდელი შეყვარებული, თუ საიდუმლო სასიყვარულო
გატაცება?

ეს სიახლე არ უნდა იყოს თქვენთვის დიდი აღმოჩენა. იქნებ ნაპირზე მდგომში რომელიმე
კოლეგა ან სულაც თქვენი კბილის ექიმი ამოიცანით… ნუ გეშინიათ, ჩვენ შეგვიძლია
საიდუმლოს შენახვა 🙂

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

The post ტესტი: ზღვის ტალღებზე appeared first on ჟოლო.

სრულად წაკითხვა