ტიტე კალანდაძე: "გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავ, მათ შორის კაპიტან თემურ ორჯონიკიძეს"

9 hours ago 4

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართველ ხალხს მიულოცა:

ძალიან რთული მატჩი იყო. მაღალი იყო დაძაბულობის ხარისხი, რაც ჩვენს ბიჭებსაც ეტყობოდათ. ამიტომ ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორის დასაწყისში ჩვენი თამაშის 100 პროცენტი ვერ ვითამაშეთ. თუმცა გავიმარჯვეთ და ამ წარმატებას სრულიად საქართველოს ვულოცავ.


განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს კაპიტანს, თემურ ორჯონიკიძეს, რომელმაც მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა და ახლა ჩვენთან ერთად ვერ ზეიმობს. ასევე, მადლობა ნიკოლოზ კალანდაძეს, რომელიც ასევე ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა.

- ამბობს ტიტე კალანდაძემ.

სრულად წაკითხვა