“ტკივილის, უსამართლობის და უსაშველო მონატრების 7 წელი ❤️ მიყვარხარ ძალიან” – ბაჩანა შენგელია

4 days ago 11

დედის, ია კერზაიას გარდაცვალებიდან 7 წლისთავზე ემოციურ სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელში იურისტი ბაჩანა შენგელია:

ტკივილის, უსამართლობის და უსაშველო მონატრების 7 წელი ❤️ მიყვარხარ ძალიან”, – წერს ბაჩანა შენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე და იქვე აზიარებს ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ემოციურ განცხადებას:

დღეს ჩვენი სკოლა სითბოთი და განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებს ყოფილ დირექტორს ია კერზაიას💔💔რომლის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა.

თუმცა დრო ვერაფერს აკლებს იმ სიკეთეს, სიყვარულს და ადამიანურ თვისებებს, რომელიც მან ამ სკოლაში დატოვა.

მისი მზრუნველობა, თავაზიანობა და გულწრფელი დამოკიდებულება კვლავ თან გვდევს და გვახსენებს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი. ყოველთვის მადლიერებით გავიხსენებთ მას. მისი ხსოვნა მუდამ იქნება ჩვენი სკოლის გულში — ნათელი, თბილი და დაუვიწყარი.

მარად ნათელში იყოს მისი სული🙏🙏“.

სრულად წაკითხვა