ხვალ, 7 დეკემბერს, სტარტს აიღებს ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი - ტოკიოს გრანდ სლემი, რომელიც ორ დღეზეა გათვლილი.
აღნიშნული შეჯიბრის პირველ დღეს, საქართველოს სახელით, ლუკა მაისურაძე -90 წონით კატეგორიაში წარსდგება მაყურებლის წინაშე.
გრანდ სლემი თბილისის დროითი 5:30-ზე დაიწყება, ლუკა ტურნირს შედარებით გვიან, მერვედფინალური ეტაპიდან შეუერთდება.