ტოტენჰემი მზადაა სიტის ფეხბურთელში 80 მილიონზე მეტი გადაიხადოს

1 week ago 5

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ აქტიურად ცდილობს „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი შემტევის, სავინიოს შეძენას და მზადაა ტრანსფერში 70 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

21 წლის ფეხბურთელი თავადაც თანახმაა ლონდონურ კლუბში გადასვლაზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება „სიტის“ ეკუთვნის.

გასულ სეზონში სავინიომ „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 48 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში მას „ატლეტიკო მინეიროში“, პსვ-სა და „ჟირონაში“ უთამაშია.

სრულად წაკითხვა