აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მისი თქმით, ე.წ. “წარმომადგენლებისგან” მიიღო პასუხი და ის არ მოსწონს - “სრულიად მიუღებელია” თქვა მან.
„ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. „წარმომადგენლების“ პასუხი. არ მომწონს -- სრულიად მიუღებელია!“ - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე, თეირანის რეაქციის დეტალების აღწერის გარეშე.
ირანმა 10 მაისს უპასუხა ვაშინგტონის უახლეს სამშვიდობო წინადადებას და გააფრთხილა, რომ არ შეიკავებს თავს აშშ-ს ნებისმიერი ახალი დარტყმის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისგან და არ დაუშვებს ჰორმუზის სრუტეში მეტი უცხოური სამხედრო გემის განთავსებას.
თეირანის პასუხი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ - რომლის ძალებმაც 28 თებერვალს აშშ-ს სამხედროებთან ერთად ომი დაიწყეს ირანის წინააღმდეგ - განაცხადა, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა მანამ, სანამ ირანი არ გაიტანს გამდიდრებულ ურანს და არ დაშლის თავის ბირთვულ ობიექტებს.
თუმცა, თეირანმა საჯაროდ შეინარჩუნა თავისი დაუმორჩილებელი პოზიცია, კულისებში მიმდინარე დიპლომატიის მიუხედავად.
სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ცნობით, თეირანის პასუხი აშშ-ს გეგმაზე, რომელიც პაკისტანელ შუამავლებს გადაეცა, მიმართულია ომის დასრულებაზე „ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში“ - სადაც ისრაელი აგრძელებს ბრძოლას ირანის მოკავშირე ჰეზბოლასთან - ასევე „ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“.
Truth Social-ის ვრცელ პოსტში ტრამპმა არ ახსენა ირანის რეაქცია, მაგრამ დაადანაშაულა ის შეერთებულ შტატების „დაცინვასა“ და მასთან ათწლეულების განმავლობაში „თამაშებში“.
„ისინი აღარ გაიცინებენ!“ დასძენს ის დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე.
ირანმა ომის დასაწყისშივე დააწესა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რამაც ნავთობის გლობალური ფასების ზრდა და ფინანსური ბაზრების რყევა გამოიწვია.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაბლოკეს ირანის ნავსადგურები.

14 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·