ტრამპი ირანის მიმართ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის აღდგენას აპირებს

9 hours ago 3

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 4 თებერვალს ხელი მოაწერა მემორანდუმს ირანის მიმართ „მაქსიმალური ზეწოლის, პოლიტიკის განახლების შესახებ. ეს პოლიტიკა მან ამოქმედა თავისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს.

ზომების მიზანია გადაუკეტოს ირანს ყველა გზა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.

Reuters-ის ცნობით, ტრამპის ბრძანებულება ფინანსთა სამინისტროს ავალებს, „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს ირანზე სანქციების გზით და არსებულის გატარებით.

თუმცა, ხელის მოწერისას ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, რომ ამ პოლიტიკის გამოყენება მოუწევს. მან გარკვეული სინანული გამოხატა მკაცრი ზომების გამო და თქვა, რომ „ეს ის შემთხვევაა, როცა ორად ვარ გახლეჩილი. ყველას სურს, რომ ხელი მოვაწერო. და მე ამას გავაკეთებ. ირანის მიმართ ეს ძალიან მკაცრი [ზომაა]“. „ჩემთვის უსიამოვნოა ამის გაკეთება“ თქვა მან, „მაგრამ არ მაქვს არჩევანი, რადგან ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ“.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ირანთან მოილაპარაკებს და „ყველა ერთად შეძლებს ცხოვრებას“.

ტრამპმა თქვა ასევე, რომ თუ ირანი მას მოკლავს, ქვეყანა „განადგურდება“.

სრულად წაკითხვა