ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს

3 hours ago 1

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ახალ სანქციებს დააწესებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.

როგორც ტრამპმა გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადმინისტრაცია ესაუბრება ზელენსკის და ახლო მომავალში დიალოგი პუტინთანაც ექნებათ. მისივე თქმით, ის მზადაა ორივე მხარეს შეხვდეს, როცა ისინი მოისურვებენ.

“ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ძალიან მალე ვაპირებთ საუბარს პრეზიდენტ პუტინთან და ვნახოთ, რა როგორ მოხდება”, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს, “თუმცა ტანგოსთვის ორია საჭირო და ვნახოთ რა იქნება”.

სრულად წაკითხვა