WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის, „ენერგეტიკულ ზავს“ კი იმიტომ დასთანხმდნენ, რომ ეს მან უთხრა.

  • ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 11 ოქტომბერს დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს მისთვის სიახლეა.
  • კრემლში განაცხადეს, რომ სათქმელი ჯერჯერობით არაფერი აქვთ.

12 სექტემბერს ვაშინგტონიდან ოჰაიოს შტატში გამგზავრებამდე ტრამპმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი ეხებოდა იმას, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას არ ადასტურებენ.

„ისინი დაეთანხმნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვუთხარი, თქვენ თანახმა ხართ“, - იყო ტრამპის პასუხი.

აშშ-ის პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ომის დასასრულებლად პუტინს და ზელენსკის შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან როგორ და აიძულებენ, რომ ეს გააკეთონ. ამასთან, ტრამპის აზრით, შეთანხმება პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის. რას ეფუძნება ეს მოსაზრება, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მედიას განუცხადა, რომ ზელენსკის სურს ყველა საშუალება გამოიყენოს „ამოსუნთქვისა" და დასავლელი „პატრონებისგან" მეტი იარაღის მისაღებად, რუსეთს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები არ შეუცვლია და მათ შესრულებას განაგრძობს.